
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ
აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი საუბრით, განუწყვეტელი მშვიდობით, სრული მორჩილებით, უტკბილესი იესოსადმი ცეცხლოვანი სიყვარულით, რომლის საღმრთო ალიც მუდმივად ანთებული აქვს და არასდროს უქრება, არამედ, იტყვის თუ არა: „იესო“, იმწუთას სული იხარებს, ბაგეები ტკბება და მთლიანად იღვიძებს გონებითნაშენი ადამიანი.