
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან
სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან
დაე, ვადიდოთ აღმდგარი უფალი, რომელმაც ღირსი გაგვხადა მისი წმინდა აღდგომა გვედღესასწაულა და ვილოცოთ, რომ მომავალშიც ღირსგვყოს, ზეციურ ახალ იერუსალიმში, მარადიულ სიხარულში საუკუნო განსვენება ვიზეიმოთ. „და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან". ასეა, შვილო, მიწიერ სიხარულს კვლავ მწუხარება ენაცვლება და მისი გაბათილება შეუძლია, მარადიულ სიხარულს კი ვერაფერი წაშლის. ის უშრეტი და ცხოველმყოფელი წყაროდან უწყვეტად მოედინება.