ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

უზომო ბედნიერებისგან იქ ყველაფერი ბრწყინავს

უზომო ბედნიერებისგან იქ ყველაფერი ბრწყინავს

ეჰ, თვალი მაინც რომ მოგეკრათ სამოთხისთვის და მოგესმინათ, ტკბილი ანგელოზები როგორ გალობენ! ისინი ზეციური ნათლით არიან გაბრწყინებულნი და სამოთხისეულ სურნელებას აფრქვევენ. რა სილამაზეა, რა მშვენიერებაა! სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არ გვაქვს.
უზომო ბედნიერებისგან იქ ყველაფერი ბრწყინავს. და რას გეუბნება უფლის საყდარი! ქრისტე საყდარზეა დაბრძანებული და მისი წმინდა და უტკბესი სახის დანახვა თვალშეუდგამი ნათლის გამო არავის შეუძლია. ჰოი, რა სიტკბოება, რა სილამაზეა! რა არის ამაზე მშვენიერი?! ნამდვილი სამოთხეა ჩვენი იესოს სახის ჭვრეტა! დიდება, უფალო, ჯვარსა და აღდგომასა შენსა.
თემატური კითხვები
0