
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ჩვენს დასახმარებლად მოსული გვეტყვის: „აი, მე აქ ვარ“!
ჩვენს დასახმარებლად მოსული გვეტყვის: „აი, მე აქ ვარ“!
განა არის რაიმე სულიერ სიმშვიდესა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უფრო მშვენიერი?! ადამიანის ცხოვრებას ორივე სასიამოვნოს ხდის. მათი უქონლობა კი ძლიერ ქარიშხალს ჰგავს, როცა გემს აქაფებული ტალღები არყევს. რამდენი ლოცვა აღევლინება მაშინ! ამქვეყნიური ცხოვრებისას მსგავსი გრიგალი უფალსაც კი შეხვდა: „შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და... იქმნა დაყუდება დიდ“ (მარკ. 4, 39). ამ მშვიდობისმყოფელ უფალსა და მეუფეს მოვუხმოთ, შვილო, როცა სულის ქარიშხალი მოგვიცავს. მწამს, თუკი რწმენით მივმართავთ, ჩვენს დასახმარებლად მეყსეულად მოსული გვეტყვის: „აი, მე აქ ვარ“.