
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ავადმყოფობა გამოცდილი ექიმივით ქირურგიულ ოპერაციას ატარებს
ავადმყოფობა გამოცდილი ექიმივით ქირურგიულ ოპერაციას ატარებს
რას აკეთებს კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც „მოვიდა... მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა"? (ლუკ. 19, 10) იგი ტკივილისა და უმთავრესად, სნეულების მეშვეობით მისგან განშორებული სულის გადარჩენას გეგმავს. და ხედავ, მაგალითად, ჯან-ღონით სავსე, ქედმაღალი, საკუთარი ძალით ამაყი ახალგაზრდა, რომელსაც სული და ღმერთი აღარ ახსოვს, მოულოდნელად ტკივილის სარეცელს მიეჯაჭვება. მაშინ ტკივილი გამოცდილი და დახელოვნებული ექიმივით ქირურგიულ ოპერაციას იწყებს.