წყარო:
მამობრივი დარიგებანი
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა,
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილებისთვის. თუ მწუხარებას არ გამოუგზავნის, ისინი უსამართლოდ დაიჩაგრებიან, რადგან გამოუთქმელი ზეციური სიკეთე მოაკლდებათ. რაც მეტად ვიტანჯებით, მით უფრო მშვენიერი გვირგვინი იწვნება ჩვენთვის!