ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ტკივილისა და ჭირთა დათმენით ღვთის ნებას აღასრულებ!

ტკივილისა და ჭირთა დათმენით ღვთის ნებას აღასრულებ!

უმეცრება, შვილო, სულის სიკვდილად განიმარტება. უმეცრება არ გაუნათებს გონებას ავადმყოფს და არ ეტყვის: შენი ავადმყოფობა ღვთის ნებაა და მისი ატანა მოთმინებითა და მადლობით გმართებს, მოუთმენლობით ღვთისგან განდგომილი რომ არ აღმოჩნდე! ღვთივგანათლებულ ქრისტიანს კი ღვთის ნების ცოდნა არა მარტო მადლობით დაათმენინებს ყველაფერს, არამედ უფრო მტკიცე სულიერ ხასიათს შესძენს და ნუგეშითაც გამოაცოცხლებს. იგი ფიქრობს: ტკივილისა და ჭირთა დათმენით ღვთის ნებას აღვასრულებ. ამით ჩემი ადრინდელი შეცდომები მომეტევება. მათი მეშვეობით სასჯელს მოვიხდი და თავისუფლებას იქ, მომავალ ცხოვრებაში მივიღებ, სადაც უკუნისამდე ვიცხოვრებ. ამქვეყნიური უბედურება კი, რამდენიც უნდა დავითმინო, წარმავალი და ხანმოკლეა.
თემატური კითხვები
0