ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ, წმინდა უვერცხლო მკურნალებმა

გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ, წმინდა უვერცხლო მკურნალებმა ყოველგვარი ტკივილისა და ვნებისგან გაგათავისუფლონ.
ჩანს, ღმერთი გამოგცდის, შვილო. საჭიროა, მთელი შენი სულიერი ძალა მოთმინებისკენ მიმართო.
ნუ დარდობ და ნუ მოეშვები; ქრისტესთან ერთად ყველაფერს დასძლევ. როცა გეტკინება, ჯვარცმული იესო უფრო ახლოს იქნება შენთან. მაშინ უკეთ შეიმეცნებ მას და შეიყვარებ! როცა განსაცდელი ჩაივლის, აკურთხებ ღმერთს მონიჭებული სიკეთისთვის.
თემატური კითხვები
0