აბბა ისაია განდეგილი
თემა: გონება

4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა

4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნუ გეშინია, რადგან გამოგიხსენი შენ, გიწოდე შენ შენი სახელი. ჩემი ხარ შენ და თუკი გადახვალ წყალზე, შენთან ვარ, და მდინარეები ვერ შემოგერტყმიან შენ, და თუ გახვალ ცეცხლში, არ დაიწვები და ალი არ დაგწვავს შენ, რადგან მე ვარ უფალი ღმერთი შენი, წმინდა ისრაელისა, მაცხოვნებელი შენი" (ესაია 43.1-3).
 
0