იოსებ ათონელი (ისიხასტი)

მეორე ეტაპი განმანათლებელი მადლია

მეორე ეტაპი განმანათლებელი მადლია

საქმეს [საღმრთო] განათლება ენაცვლება – . მას მერე, რაც მოღვაწეობითი მადლის მიერ კარგად გაიწვრთნება, უამრავჯერ დაეცემა და ადგება, [პირველ მადლს] შემეცნების განათლება ენაცვლება, გამჭვირვალე გონება, რომელიც ჭეშმარიტებას ხედავს. საგნებს თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში ხედავს, ადამიანური ოსტატობის მეთოდებისა თუ მსჯელობების გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად თავის რეალურ ჭეშმარიტებაში იმყოფება, როგორც წინა წერილში მოგწერეთ. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი აქამდე მოაღწევს, ჯერ სხვადასხვა მცდელობები, მტკივნეული [შინაგანი] ცვლილებები უნდა გამოიაროს. მაგრამ აქ პოულობს გულისსიტყვებისგან შვებას და განსაცდელებისგან ამოისუნთქავს.
თემატური კითხვები
0