
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
ჭვრეტითი, სრულმყოფელი მოღვაწეობა
ჭვრეტითი, სრულმყოფელი მოღვაწეობა
პრაქტიკული ღვაწლის მადლი ვარსკვლავების ბრწყინვალებას ჰგავს, განათლებისა – სავსე მთვარის ნათებას (წმიდა მამებმა სულიერი მოღვაწეობა სამად დაყვეს), მესამე, თეორიული, კი შუადღის მზის სინათლეს ჰგავს, რომელიც მთელ ჰორიზონტს სწვდება. ამგვარად, როდესაც ადამიანში მადლი მრავლდება, მაშინ ყველაფერს, რაზეც ზემოთ დავწერე, სცნობს და გონება დიდ უბრალოებას, სიმარტივეს იძენს, თანაც განივრცობა და ფართო მოცულობისა ხდება.