
ავტორი:
აბბა ისაია განდეგილი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 50]
თემა:
გონება
10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და შაბათობს (ე.ი. ისვენებს) უკვე, მაშ სხვა, ახალ
10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და შაბათობს (ე.ი. ისვენებს) უკვე, მაშ სხვა, ახალ საუკუნეში მყოფობს იგი, იაზრებს ახალს და უხრწნელს: "ხოლო სადაც მძორია, იქ შეიკრიბებიან არწივები" (მათე 24.48; ლუკა 17.37), (მაცხოვრის ეს სიტყვები იმ შინაარსს შეიცავს, რომ სადაც არის სწრაფვის საგანი (აქ: საუფლო დიდება და ნეტარება), იქ შეიკრიბებიან მოწადინენი (საუფლო დიდების მოსურნენი). აზრი იმის შესახებ, რომ "მძორი", როგორც უარყოფითი შინაარსის შემცველი სიტყვა, არ შეიძლება უფლის სიდიადეს და სასუფევლის აღმატებულებას მოასწავებდეს, მცდარია. გავიხსენოთ: მაცხოვარმა თავად უწოდა თავის თავს "მატლი", როდესაც მეფსალმუნის პირით თქვა: "მე მატლი ვარ და არა კაცი".
|