წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იესოს სასძლოები ხდებით,
სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იესოს სასძლოები ხდებით, იმ სულების სიძისა, რომელთაც სხვა სიყვარულს ის არჩიეს, ვინც მათთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!
ოჰ, ჩვენო კურთხეულო დაო, რა მშვენიერი არჩევანია ღვთის ძესთან უკუნითი უკუნისამდე [სულიერი] ქორწინება. მას თავისი სასძლო უსაზღვრო სიყვარულით უყვარს და ენით გამოუთქმელ საქორწილო სრა-სასახლეს უმზადებს ზეცაში; იქ, სადაც სიძის უტკბეს და მომხიბლავ სახეს უკუნითი უკუნისამდე უცქერს, რომელიც თავის სასძლოს – სულს სულიერი ამბროზიის მსგავსად ზეციური ნეტარების სიტკბოებით აღავსებს! კაცობრივ გონებას ანარეკლის სახითაც კი არ ძალუძს იმ სიკეთის გადმოცემა, რომელიც სულს ელის.