
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სულიერი ცოდნის მატება თანდათანობით ამსუბუქებს
სულიერი ცოდნის მატება თანდათანობით ამსუბუქებს
მონაზვნურ ცხოვრებაში გოლგოთის ჯაფას, რადგან კეთილი კვირინელი – ნათელი შემეცნების ნუგეში – მოდის და ვნებათა სიმძიმეს ტვირთულობს. იესოს მიმდევარი კი ვნებების მოკვდინებისკენ მსუბუქად მიაბიჯებს. ჰოი, შვილო, მას აღდგომა მოელის. თანაც რა აღდგომა! ცათა სასუფევლის განცდა! იგი ღვთის მემკვიდრეა და თანამკვიდრი ქრისტესი! მაშინ დაიწინდება სული, რომ სიკვდილის შემდეგ ქრისტეს სასძლომ შეუგინებელ საქორწილო განსასვენებელში საუკუნოდ იმხიარულოს! მაშინ საკუთარ თავს სიხარულისა და ჭვრეტის ოკეანეში მოცურავეს იხილავს. ყველა ამ სულიერ სიკეთეს კი მაშინ მოიგებს, როცა ვნებათა ამოსაძირკვად მოთმინებითა და სიმდაბლით კეთილად იღვაწებს.
შვილო, მომავალ ღვაწლში წარმატებას გისურვებ.
შვილო, მომავალ ღვაწლში წარმატებას გისურვებ.