წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ახლა, სანამ დრო გვაქვს, სანამ ფული მთლიანად არ დაგვიხარჯავს და ჯერ კიდევ ხელთ გვაქვს, საღი გონებით
ახლა, სანამ დრო გვაქვს, სანამ ფული მთლიანად არ დაგვიხარჯავს და ჯერ კიდევ ხელთ გვაქვს, საღი გონებით დავფიქრდეთ მაწანწალა სოფელზე, რომელიც ჩვენს გაძარცვას ცდილობს. აყროლებული მკვდარი ძაღლივით მოვისროლოთ იგი და გავიქცეთ, რომ ამ ფულით შევიძინოთ ღირებული საქმეები, რომელიც ცეცხლში გამოცდისას კიდევ უფრო გაბრწყინდება და ღვთისთვის შესაფერის საჩუქრებად იქცევა, ზეციური იერუსალიმის შესამკობად. თივას კი, ანუ იმ საქმეებს, რომლითაც წყვდიადსა და სატანჯველს მოვიწევთ, ნუ ვიყიდით, რადგან მათთან ერთად ჩვენც ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლში დავინთქმებით, სადაც ღვთის ნიჭის ბოროტად გამფლანგველი ბევრი ადამიანი თავის დათესილს იმკის!
შენ კი ცრემლით თესე კეთილი საქმეები და როცა ღმერთი მოგიხილავს, საუკუნო ცხოვრებაში განცხრომის მოსავალს მოიმკი!
შენ კი ცრემლით თესე კეთილი საქმეები და როცა ღმერთი მოგიხილავს, საუკუნო ცხოვრებაში განცხრომის მოსავალს მოიმკი!