ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

„წავაგე ჩემი ცხონების თამაში!“

„წავაგე ჩემი ცხონების თამაში!“

ერთ მორჩილს მოძღვარი ძალიან უყვარდა და სრულ მორჩილებას აღასრულებდა. ერთხელ ისინი კარიესში წავიდნენ. იქ ყოფნისას მოძღვარი ავად გახდა და კელიაში დაბრუნება მოისურვა. მაშინ მორჩილმა ის მხრებზე მოიკიდა და ციცაბო მთაზე მრავალსაათიანი სიარულის შემდეგ კატუნაკიაში მიიყვანა, სადაც ცხოვრობდნენ.
მოგვიანებით ეს მონაზონი წმინდა ბასილის კელიის კრებულს დაუახლოვდა. იქაური მამები მარხვის გარეშე ეზიარებოდნენ. მან ბერის მიტოვება, იქ წასვლა და დარჩენა ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდსქემოსანი იყო, სულიერი მამისგან სხვაგან წასვლა მოინდომა.
ბერი ეუბნებოდა:
– არ წახვალ.
– არა, წავალ, – პასუხობდა ის.
– შვილო, – ისევ უთხრა ბერმა, – ნუ წახვალ, აღდგომა ახლოვდება, დარჩი და ერთად ვიდღესასწაულოთ...
– არა, წავალ, – იმეორებდა ის.
ერთ დღესაც ბერმა მოთმინება დაკარგა და უთხრა: „ბოროტი ანგელოზი გდევდეს თან“. მეორე დღეს მორჩილს ცხვირზე დიდი ძირმაგარა გამოუვიდა და გაუსივდა. ბოლოს, თვითნასწავლ ექიმს, მამა არტემს მიმართა, რომელმაც თავის დროზე მამა იოსებიც და მეც გამოგვაჯანმრთელა. ექიმმა ძირმაგარა ნახა, მაგრამ ავადმყოფს ვერაფერი უშველა...
სამ-ოთხ დღეში გასიებამ იმატა, ძირმაგარა გასკდა და იქიდან ჩირქი გადმოდიოდა. მორჩილი სიკვდილის პირას იყო. მამები ეუბნებოდნენ: – „ქრისტეს სიყვარულისთვის, მოძღვარს შეურიგდი, შეგინდობს და მის კურთხევას თან წაიღებ“. – „არა!“ ამბობდა და მრისხანებდა, როგორც ეშმაკეული. თუმცა ბოლოს, სანამ სული ამოუვიდოდა, მკერდში ცემა და ამ სიტყვების ძახილი დაიწყო: „წავაგე, წავაგე, ჩემი ცხონების თამაში წავაგე!“
თემატური კითხვები
0