წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სულიერი მორჩილება მოძღვრისადმი
სულიერი მორჩილება მოძღვრისადმი
თუ სულიერი მორჩილება არ გვაქვს, ესე იგი არაფრისთვის მიგვიღწევია. როცა არ გვსურს ის, რაც სურს წინამძღვარს, არსებითად მორჩილები არ ვართ, სულიერი მორჩილება არ გვაქვს; საქმე მორჩილებითაც რომ აღვასრულოთ, მხოლოდ ხორცის მქონე უსულო ადამიანივით ვიქნებით. შესაძლებელია კი ადამიანად ჩაითვალოს ის, ვისაც მხოლოდ სხეული აქვს?! ლოგიკისთვის ეს მიუღებელია.
ზუსტად ასევეა მიუღებელი სულიერი ლოგიკისთვის, მორჩილი ეწოდოს მას, ვისი მორჩილებაც მხოლოდ საქმეში გამოიხატება. უპირველეს ყოვლისა, მას სული, სულიერი მორჩილება უნდა ჰქონდეს. უნდა ამბობდეს: „რაც სწამს, რასაც განიზრახავს, ფიქრობს, მიიჩნევს და გადაწყვეტს წინამძღვარი, მეც ის მწამს, იმას ვფიქრობ, მივიჩნევ და გადავწყვეტ".