წყარო:
მამობრივი დარიგებანი
იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს
იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს
მოძღვართა მიმართ სიყვარული და რწმენა უმაღლესი გარანტიაა მათთვის, ვინც ღვთის სიყვარულის გამო მორჩილებას აღასრულებს. ხოლო ის, ვინც წინამძღვრების საკითხში ცდება, მაშინვე კარგავს უსაფრთხოების გარანტიას და სულიერი ნგრევა იწყება. ეშმაკმა ეს იცის და ამიტომ ბრძოლას წინამძღვრებიდან იწყებს – ცდილობს მათი სისუსტეები გაზვიადებულად წარმოაჩინოს, რომ მორჩილი მათთან ყოფნის უსარგებლობაში, მათ არასწორ ცხოვრებაში დაარწმუნოს და ა. შ. როცა ამას დააჯერებს, მის სულს მოიგებს. მაგრამ როცა მას მტკიცესა და შეურყეველს პოულობს, მიდის და ახალ ფრონტს ხსნის. იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს.