
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
თავმდაბლობა, მორჩილება, სინდისი, სულიერი მოძღვარი, გულისთქმანი, ბოროტი გულისთქმანი, კეთილი გულისთქმანი
მზაკვარია თუ კეთილი სინდისის გარჩევა
მზაკვარია თუ კეთილი სინდისის გარჩევა
სიმდაბლე კეთილი სინდისის მშობელია. იმისთვის, რომ ადამიანმა იცოდეს, ან უფრო სწორად, ისწავლოს, თუ რა არის კეთილი სინდისი (ორივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და კაცს ხშირად ვერ გაურჩევია, მზაკვარია თუ კეთილი ეს სინდისი? ფიქრობს: „ამ გულისსიტყვას დავუჯერო თუ იმას?“) – საჭიროა სიმდაბლე ჰქონდეს, სხვისი წინამძღოლობით იცხოვროს, უპირატესს, წინამძღვარს, სულიერ მოძღვარს დაემორჩილოს. მაშინ თანდათან დაიწყებს გარჩევას – რომელი გულისსიტყვაა ბოროტი და რომელი კეთილი, რა ელფერი აქვს კეთილ სინდისს და რა – მზაკვარს. ამგვარად, ერთი მხრივ, სულიერი მოძღვრის სწავლებითა და ხელმძღვანელობით დაცემას განერიდება, მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში გაარჩევს ორივე სინდისის ელფერს, მათ გარეგნულ სახეს შეისწავლის და სრულყოფილი ადამიანი გახდება.