ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ყველაზე საიმედო, უზრუნველი, საუკეთესო გზა - მორჩილება

ყველაზე საიმედო, უზრუნველი, საუკეთესო გზა - მორჩილება

ყველაზე სწორი, ყველაზე საიმედო, ყველაზე უზრუნველი და საუკეთესო მორჩილების გზაა. აბბა პალამონი ამბობს: „მორჩილების აღმასრულებელმა ქრისტეს ყველა მცნება აღასრულა“. ხოლო აბბა მოსე გვეუბნება: „მორჩილმა საუკეთესო გზა აირჩია, შვილებო, ისწრაფეთ იქით, სადაც მორჩილებაა. იქ სიხარული, მშვიდობა, ძმათმოყვარება და ერთობაა, სიფხიზლე და ნუგეშია, გვირგვინები და სასყიდელია“. მაგრამ როცა მორჩილები ვართ და, მიუხედავად ამისა, მაინც საკუთარი ნების გატანა გვინდა, გზა ძნელად სავალი, უსწორმასწორო, სახიფათო ხდება. მორჩილების აღმასრულებელთან სიყვარულია, თავის იძულებაა, ძმათმოყვარება და გვირგვინებია, განწმენდა და ცხონებაა.
თემატური კითხვები
0