ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მცირედი ამოოხვრა და ღმერთი მოწყალე გვექმნება!

მცირედი ამოოხვრა და ღმერთი მოწყალე გვექმნება!

ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს ყველაფერში, რადგან ჩვენი მტერი მყვირალი ლომივით დაძრწის, რომ მთელი მსოფლიო შთანთქას! ღმერთო, ღმერთო ჩემო! აღდეგ, რატომ გძინავს, ჩემო სულო? წუთი წუთზე ველოდებით საყვირის ხმას, რომ სამსჯავროზე წარვდგეთ! ვაიმე! საშინელია ის წამი, რადგან მასზეა დამოკიდებული საუკუნო ცხოვრების მარადიულობა – ან ღმერთთან, ან ჯოჯოხეთში. მცირედი ამოოხვრა და ღმერთი მოწყალე გვექმნება. მან იცის, რომ ჩვენში ღვთისმიერი, ჯანსაღი არაფერია: მხოლოდ უძლურება, ვნებები და თავის მართლება. როგორ შევხვდებით ღმერთს? ნეტავ რას გვეტყვის? როგორ სიზუსტეს მოგვთხოვს ჩვენ, რომლებსაც არ გვსურს ამგვარი სიზუსტით გამოვიძიოთ საკუთარი თავი, რადგან ეს არ ეთანხმება ჩვენს სურვილებს?
თემატური კითხვები
0