წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
სათნოებები
ჯერ არც ქარი გინახავს, არც სიცხე და არც სიცივე!
ჯერ არც ქარი გინახავს, არც სიცხე და არც სიცივე!
რაც უფრო სწრაფად მოიპოვებ სათნოებას, მით უფრო იოლად კარგავ მას, ხოლო რაც უფრო გვიან და მეტი შრომით, – უფრო მტკიცედ ინარჩუნებ. როგორც, მაგალითად, გოგრა, რომელიც გაიზარდა და კედარს უთხრა: „აი, რამდენიმე დღეში გავიზარდე! შენ კი რამდენი წელი დაგჭირდა?!“ – „კეთილი, – უპასუხა კედარმა, – ჯერ არც ქარი გინახავს, არც სიცხე და არც სიცივე!“ მართლაც, ცოტა ხანში გახმა გოგრა, კედარი კი ისევ მყარად იდგა თავის ადგილას!