ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თავი აიძულე. მთელი ტანით წამოიმართე

თავი აიძულე. მთელი ტანით წამოიმართე

შვილო, ვლოცულობ, რომ იბრძოლო. ნუ ივიწყებ მიზანს – ცხონებას. ეშმაკი ხახადაღებულია და ღრიალებს, რომ ვინმე შთანთქას (1 პეტრ. 5, 8). ნუ თვლემ, დრო ჩვენს ხელში არ არის. ჩვენი ცხოვრება ბეწვზე კიდია. თავი აიძულე. მთელი ტანით წამოიმართე, აჩვენე, რომ ქრისტეს მონა ხარ და არა ეშმაკისა. განა არ იცი, რომ უდებება ათას გულისსიტყვას მოგიტანს დასატყვევებლად? ტკივილითა და ცრემლით ილოცე. გამხნევდი, ქრისტე არ მიგატოვებს. ცოტა აიძულე თავი და ეშმაკი გაგეცლება. მადლი მზადაა შეგეწიოს, იგი შენს სურვილსა და თავის იძულებას ელოდება.
თემატური კითხვები
0