ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე!

მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე!

მტკიცედ იდექი, მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე, რადგან მატერიალური ნივთების მოსაპოვებლად კი არ იბრძვი, არამედ ზეციური, ღვთაებრივი მემკვიდრეობის მისაღებად, ისეთის, როგორზეც პავლე მოციქული გვეუბნება: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2, 9). ასევე, ზეციურ სიკეთეთა გვერდით „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი" (რომ. 8, 18) და თუ კარგად, კანონიერად არ ვიბრძოლებთ, შვილო, მაშინ, საუბედუროდ, სიკეთის მაგიერ ბოროტება მოგველის: ტანჯვა, ჯოჯოხეთი, უბედურება, საუკუნო სასჯელი და დაუსრულებელი ცხოვრება ეშმაკებთან ერთად.
თემატური კითხვები
0