წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
თავმდაბლობა, საკუთარი თავის გამტყუნება, დადანაშაულება, ამპარტავნება, ქედმაღლობა, ვნებები, ეგოიზმი
ეს სიტყვები ნაჯახივით ურტყი საკუთარ თავს!
ეს სიტყვები ნაჯახივით ურტყი საკუთარ თავს!
თავი დაიდანაშაულე და თქვი: „თუ ფიქრობ, რომ დები უგულებელგყოფენ, ყურადღებას არ გაქცევენ და ა. შ. სწორად იქცევიან; იმას იღებ, რასაც იმსახურებ. ყურადღების ღირსი რომ ყოფილიყავი, ანგარიშს გაგიწევდნენ, მაგრამ რადგან უღირსი, ეგოისტი და უმადური ხარ, ამიტომ უშვებს ღმერთი, რომ დამდაბლდე. მაშ, როდის უნდა შეიგნო, რომ სწორედ ასეთი და ამაზე უარესი ხარ?“
ეს და სხვა სიტყვები ნაჯახივით ურტყი საკუთარ თავს, რომ თავი გაუპო საზარელ მხეცს, რომელსაც ეგოიზმი ჰქვია! ის არის ყველაფრის მიზეზი. ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ და თუ, ღვთის შეწევნით, მას დავამდაბლებთ, მასთან ერთად მრჩობლი ადამიანის სამარცხვინო ვნებებიც დაძაბუნდება.