წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
თავმდაბლობა, ავადმყოფობა, სნეულება, ღვაწლი, ღვთისადმი მადლიერება, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ღვთის ძალა აშკარად უძლურ არსებებში ვლინდება!
ღვთის ძალა აშკარად უძლურ არსებებში ვლინდება!
კეთილი ღვაწლით იღვაწე (2 ტიმ. 4, 7), შვილო. ნუ გეშინია, უიმედობის ყველა ალყა გაარღვიე. ღმერთმა სნეულები და ურგებნი გამოირჩია, რომ ამით არცხვინოს ის, ვინც ჯანსაღ და ვარგის ადამიანად თვლის თავს. ღვთის ძალა აშკარად უძლურ არსებებში ვლინდება და ღვთის ჩვენთან მიმართებაში გაკეთებული ეს არჩევანი გვიბიძგებს, რომ ჩვენდა უნებურად დავმდაბლდეთ და ღმერთს ჩვენი უსაზღვრო მადლიერება ისე შევწიროთ, როგორც სურნელოვანი საკმეველი!
შვილო, შენ ღმერთმა ძალიან შეგიყვარა; ამიტომ სიმდაბლით იყავი უფლის წიაღში, რომ ამაღლდე ღვთაებრივ განცხრომამდე.
შვილო, შენ ღმერთმა ძალიან შეგიყვარა; ამიტომ სიმდაბლით იყავი უფლის წიაღში, რომ ამაღლდე ღვთაებრივ განცხრომამდე.