ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესოს ლოცვა

შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესოს ლოცვა და უთხარი სატანას: „ეშმაკო, რაც უფრო მეტ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს მომიტან, მით უფრო მეყვარება ჩემი ძმები. რადგან ქრისტესგან ნაბრძანები მაქვს არა მხოლოდ მიყვარდეს, არამედ თავი დავდო მათთვის, როგორც ქრისტემ – ჩემთვის, საწყალობლისთვის“. და მაშინვე გონების თვალით გულში ჩაიკარი ისინი, ვისი ზიზღიც მოაქვს ბოროტს და თქვი: „შეხედე, ღვარძლიანო ეშმაკო, როგორ მიყვარს ისინი, მზად ვარ მათთვის მოვკვდე!“ ასე მოიქეცი და ღმერთი, რომელიც ხედავს შენს კეთილ ნება-სურვილს და ეშმაკის დასამარცხებლად გამოყენებულ ხერხს, უმალვე მოვა საშველად და გაგათავისუფლებს.

თემატური კითხვები
2