წყარო:
მამობრივი დარიგებანი
განკითხვა ღვთისგან შორს მყოფი ერისკაცის საქციელია
განკითხვა ღვთისგან შორს მყოფი ერისკაცის საქციელია
შენს ძმას ყველაფერში უპირატესობა მიანიჭე. სხვების მიმართ პატივისცემა გქონდეს და ამით გამოირჩეოდე. ღვთის გულისთვის, ნუ ჩხუბობ და ნუ განიკითხავ. ეს მონაზვნის კი არა, ღვთისგან შორს მყოფი ერისკაცის საქციელია. შენ ღმერთს მიუძღვენი თავი. რაც ღვთის ნებაა, ის გააკეთე და მან წარმართოს შენი ურთიერთობა სხვებთან.