წყარო:
მამობრივი დარიგებანი
შვილო, რისთვის დატოვე ეს სოფელი? არა იმისთვის, რომ განწმენდილიყავი? არა ჭეშმარიტი ღვთისმიერი
შვილო, რისთვის დატოვე ეს სოფელი? არა იმისთვის, რომ განწმენდილიყავი? არა ჭეშმარიტი ღვთისმიერი სიყვარულის მოსაპოვებლად? ხოლო როცა ბედს უჩივი და შენზე უპირატესებს განიკითხავ, ნუთუ ეს სოფლისგან განშორების მიზანს ემსახურება? როდემდე გაახარებ ეშმაკს და არ დაუდებ სათავეს სინანულსა და გამოსწორებას? დრო გადის და აღსასრული გვიახლოვდება. ახლა ვაიძულოთ თავი; ახლა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. მოგვიანებით კი უსარგებლოდ წავიშენთ თავში ხელს.