ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება

გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება

როცა ადამიანი სჯულიერად იღვწის, ორ მადლს მოიპოვებს: ერთი სულიწმიდის მადლია, რომელიც სულს სიხარულით, მშვიდობით, მხიარულებით აღავსებს, მეორეს კი განსაცდელების გამოცდილებას უწოდებენ.
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
განსაცდელის დროს მეორე მადლი, გამოცდილება, უფრო სასარგებლოა, რადგან სულს ცოდნით განანათლებს და აჩვენებს, თუ როგორ განვლოს ის. გამოცდილება განსაცდელებმა წარმოქმნა და, შესაბამისად, მან იცის, რა გზით ააშოროს სულს საფრთხე.
თემატური კითხვები
0