წყარო:
მამობრივი დარიგებანი
საცნობელთა წმინდად დამარხვაზე
საცნობელთა წმინდად დამარხვაზე
მღვიძარე მამები ბევრს მოგვითხრობენ საცნობელთა წმინდად დამარხვაზე. მათი სწავლება, ძირითადად, ეხება გონების დაცვას ცოდვიანი წარმოსახვებისა და აზრებისგან და გულის განწმენდას მისი შემაგინებელი გრძნობებისგან. იმასაც გვასწავლიან, რომ სულის სიწმინდის დასაცავად ყოველგვარი უზნეობა მისი წარმოშობისთანავე უნდა აღმოვფხვრათ.