წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
მოთმინება, ამპარტავნება, ქედმაღლობა, თავმდაბლობა, სასოწარკვეთილება, უიმედობა, სიკვდილის ხსოვნა, საშინელი სამსჯავრო, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო? აიძულე თავი. გაიხსენე სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთი; დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.