წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ცოდვა, გონება, გრძნობები, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენა, გონება და გრძნობა
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს,
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით, გონებას – მმართველს, „უსირცხვილო ფრინველს“, – როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვასის ქმედებათა საიდუმლოებებში იჭრება. ის საძაგელი მხატვარია, როცა სიბილწეებს გამოსახავს. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).