თემა: სიმშვიდე

12. თუ ვინმემ დასძლია მრისხანება, მან ეშმაკები დასძლია, ხოლო თუ ვინმე რისხვას არის დამონებული, ამგვარი ვინმე გაუცხოებულია სამონაზვნო ცხოვრებისგან და შორსაა ჩვენი მაცხოვრის გზათაგან, რადგან ნათქვამია, რომ თვით უფალი ასწავლის მშვიდ ადამიანებს თავის გზებს (ფს. 24.9). სწორედ ამიტომ, ძნელად მოსანადირებელია მეუდაბნოეთა გონება, სიმშვიდის ველს შეფარებული, რადგან თითქმის არც ერთი სხვა სათნოება ისე არ აფრთხობს ეშმაკებს, როგორც სიმშვიდე. ეს სათნოება ჰქონდა მოპოვებული დიდ მოსეს, რომელსაც ეწოდა "მშვიდი ყველა ადამიანზე მეტად" (რიცხვ. 12.3). ასევე, წმინდა დავითმაც ღვთისგან მოხსენიების ღირსად განაჩინა სიმშვიდე, როდესაც თქვა: "მოიხსენე, უფალო, დავითი და მთელი სიმშვიდე მისი" (ფს.131.1). მეტიც, თვით მაცხოვარმა ჩვენმა გვიბრძანა მისი სიმშვიდის მბაძველებად გახდომა, როდესაც თქვა: "ისწავლეთ ჩემგან, რომ მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ.11.29); მაგრამ თუ ვინმემ საჭმელი და სასმელი შეზღუდა, უკეთური გულისზრავებით კი მრისხანებას აღაგზნებს, ამგვარი ვინმე ემსგავსება ზღვაში მცურავ ხომალდს, მესაჭედ რომ ეშმაკი ჰყავს. ამიტომაც, რაოდენ ძალგვიძს, ყურადღბა უნდა მივაქციოთ ამ ჩვენს "ძაღლს" (ე.ი. მრისხანებას) და უნდა ვასწავლოთ მას, რომ მარტოოდენ "მგლები" გაანადგუროს, არ შეჭამოს ცხვრებიც და "მთელი სიმშვიდე გამოავლინოს ყველა ადამიანის მიმართ" (შდრ. ტიტ. 3.2).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები