თემა: ცუდმედიდობა

14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რომელიც თავის ერთ–ერთ საღორეში ამწყვდევს მას და ამ გზით განსწავლის კიდეც, რომ მეტად აღარ მიატოვოს მან თავისი საწოლი ვიდრე სრულ გამოჯანმრთელებამდე, არცთუ იმ უწესო ავადმყოფთა მბაძველი იყოს, რომლებიც, ავადმყოფობის ნარჩენების კვლავ თავის თავში მატარებელნი, მგზავრობებსა და უდროო განბანვებს მიეცემიან და ამის შედეგად უკუშემოქცეულ სნეულებებში იგდებენ თავს. ამიტომაც გვმართებს, რომ კელინში მსხდომარებმა უმალ საკუთარ თავს მივაპყოთ გულისყური, რათა სათნოებაში წარმატებულნი ძნელად აღსაძვრელნი ვიყოთ ბოროტების მიმართ, ხოლო ცოდნისმიერად აღძრულები მიმღებნი გავხდეთ ნაირგვარ ჭვრეტათა სიმრავლისა, კვლავ ამაღლებულნი კი უფრო ცხადად ვხედავდეთ ჩვენი მაცხოვრის ნათელს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები