ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ჰოი, ღვთის გამოუკვლეველი სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე!

ჰოი, ღვთის გამოუკვლეველი სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე!

შვილო, როცა გული ამსოფლიურ საქმეთაგან გათავისუფლდება და საღვთო წერილის შესწავლას დაიწყებს, ამაო გულისსიტყვები გვშორდება და გონება ღვთაებრივზე ფიქრით შემოიფარგლება. მას აღარ აინტერესებს ახლანდელი ცხოვრება, არამედ ღვთაებრივზე მუდმივი სულიერი განსჯით წარმოქმნილი დიდი ტკბობისგან ღმერთამდე ამაღლდება. მარად ღვთის სახელის მოხმობით კი, რაც უწყვეტი ლოცვის „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" – საშუალებით ხდება, ადამიანს იმქვეყნიური ცხოვრების, მომავალი მარადიულობის და იმ სასოების განცდა ეუფლება, რომელიც მართალთა ხვედრია. წინასწარ იგემებს რა იმ ცხოვრების დიდებულებას, განცვიფრებული ამბობს: „ჰოი, ღვთის გამოუკვლეველი სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე!“ (რომ. 11, 33) ვინაიდან განამზადა ასეთი საოცარი ქვეყანა, სადაც შეიყვანს და საუკუნო ცხოვრებაში დაამკვიდრებს ყველა კეთილგონიერ ადამიანს.
თემატური კითხვები
0