წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
იესოს ლოცვა
იესოს ლოცვით სუნთქვა! - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
იესოს ლოცვით სუნთქვა! - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.