წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მხოლოდ ეშმაკმა იცის ამ ხუთი სიტყვის ძალა!
მხოლოდ ეშმაკმა იცის ამ ხუთი სიტყვის ძალა!
გონიერი ლოცვის მიზანი ის არის, რომ ადამიანის გულში ქრისტე შემოიყვანოს, იქიდან ეშმაკი გააძევოს და მის მიერ ცოდვით აღსრულებული საქმეები შემუსროს. რადგან, როგორც ქრისტეს საყვარელი მოწაფე ამბობს: „ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რათა დაარღვინეს საქმენი ეშმაკისანი“ (1 იოან. 3, 8). მხოლოდ ეშმაკმა იცის ამ ხუთი სიტყვის ენით გამოუთქმელი ძალა. ამიტომ გააფთრებით ებრძვის და უმხედრდება ლოცვას.