ავტორი:
შალვა ამონაშვილი
წყარო:
Wisdomge
გიხაროდეთ - შალვა ამონაშვილი
გიხაროდეთ - შალვა ამონაშვილი
სიხარული ატარეთ ყოველთვის. დარდი ძალებს წაგართმევთ, სიხარული ძალებს შეგმატებთ, რომელი ჯობია ცხოვრებისთვის? ამიტომ, გიხაროდეთ: რომ გაიღვიძეთ, რომ ვიღაცა დაინახეთ, რომ ჩიტის ხმა მოგესმათ, თუნდაც რომ შვილმა, შვილიშვილმა გაგაბრაზათ, ქმარმა რომ დაიგვიანა, ესაც გიხაროდეთ, ბოლოს ხომ დაბრუნდა სახლში. გიხაროდეთ ყველაფერი! ეცადეთ, სიხარული დაინახოთ იქაც, სადაც თითქოსდა არაფერია სასიხარულო, იმიტომ, რომ ყოველთვის, ყველგან რაღაცაა სასიხარულო
|
|