წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ღმერთი
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედურს ვატარებთ. რამდენი საყვედური შეუძლია გვითხრას ღმერთმა ადამიანებს, რომლებიც მის მიმართ ასეთი სასტიკები და უმსგავსოები ვართ.