წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ღმერთი
სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ
სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ
„მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქმნა“ (იოან. 1, 16-17). უფალმა ათი მცნება მოგვცა, სახარების ახალი მადლით წესი დაგვიდგინა და იმ მადლზე, რომელიც ვალად გვემართა, კიდევ მადლი დაგვირთო! „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (იოან. 1, 16). ღმერთს არაფერი მოჰკლებია, როცა ჩვენ თავისი დიდებულება გვიწყალობა, არამედ სიჭარბიდან გვიბოძა. ის კი არ შემცირებულა, როცა მთელი სამყარო შექმნა, არამედ სრულმა და უსაზღვროდ სრულყოფილმა უფალმა შექმნა ადამიანი და ანგელოზები, რომ სხვა ქმნილებებიც დამტკბარიყვნენ ღმერთით, სხვა სულებსაც განეცადათ ნეტარება