ილია II
ავტორი: ილია II

გამაოგნებელი რეალობის წინაშე ვართ!

გამაოგნებელი რეალობის წინაშე ვართ!

ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე. ვიცით, რომ იგი „გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა“, რომ იცხოვრა კაცთა შორის, აღასრულა მრავალი სასწაული, მოგვცა ახალი მცნება და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცხონება მოენიჭებინა...

ერთი შეხედვით, მარტივად ითქმის ეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით მომხდარს, გამაოგნებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: უფალი, შემოქმედი, მეორე ჰიპოსტასი წმინდა სამებისა, რომელიც, მამის და სულიწმინდის მსგავსად, მხოლოდ საღვთო ბუნებისა იყო, ჩვენს გადასარჩენად იღებს ადამიანურ ბუნებასაც.

გამაოგნებელი რეალობის წინაშე ვართ!

2