ავტორი:
ილია II
თემა:
საყოველთაო აღდგომა
როგორ აღდგება, მაგალითად, ათასი წლის წინ გარდაცვლილის სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ
როგორ აღდგება, მაგალითად, ათასი წლის წინ გარდაცვლილის სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ არსებობდეს?
მიწაში დაფლული ხრწნადი სხეული სტიქიონებად იშლება, მაგრამ ღმერთი მას კვლავ შემოკრებს და განსხვავებული სახით აღადგენს; როგორც მაგნიტი ქვიშის გორაში გაბნეულ რკინის ნამცეცებს ადვილად გამოარჩევს, ასევე ჩვენი სულიც, უფლის ყოვლისშემძლეობით, თავის უხრწნელ სხეულს შეიმოსავს, როცა ეს ჟამი დადგება.