ავტორი:
ილია II
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი“ (მთ. 26,39), ანდა „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე“ (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა.