რა არის ჭეშმარიტი სიბრძნე და როგორ მოვიპოვოთ იგი?
რა არის ჭეშმარიტი სიბრძნე და როგორ მოვიპოვოთ იგი?
სიბრძნე ორგვარია: მიწიერი და ღვთაებრივი.
მიწიერი სიბრძნე არცთუ იშვიათად ნაკარნახევია ადამიანთა ქვენა გრძნობებით, ანგარებით, ამპარტავნებით. მას არ ძალუძს შეცნობა დიადისა. სიბრძნე „ქუეყნისაჲ მშვინვიერი და საეშმაკოჲ“ არს (იაკობი 3,15) და „სიცოფე... წინაშე ღმრთისა. უფალმან უწყის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო“ (I კორ. 3,19-20). ამიტომაც „ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი“ (I კორ. 1,21).
ღვთიური სიბრძნის სათავე ღვთისმოშიშებაა - „დასაბამი სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ“ (ფს. 110,10); იაკობ მოციქულის განმარტებით, „ზეგარდმოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშუიდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა განუკითხველ და შეუორგულებელ“ (იაკ. 3,17).