ავტორი:
ილია II
თემა:
მშვიდობა
მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს
მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს
„ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ“, - გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.