ილია II
ავტორი: ილია II

გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის მომხრეთა ძალები!

გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის მომხრეთა ძალები!

ომისა და მშვიდობის პრობლემა საერთო პრობლემაა. იგი მოიცავს და აღელვებს ყველას, განურჩევლად მისი რელიგიურ-კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგანაც ყველა გრძნობს ბირთვული კატასტროფის საფრთხეს. ეს საერთო დაინტერესება განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა მოსკოვში, 1982 წლის 10-14 მაისს ჩატარებულ მსოფლიო კონფერენციაზე - "რელიგიური მოღვაწენი ბირთვული კატასტროფისაგან სიცოცხლის ღვთაებრივი მადლის გადასარჩენად", სადაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. მოსკოვის კონფერენციის შემდეგ მსოფლიო მოწმე გახდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული მეტად მნიშვნელოვანი ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რომ იგი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს ცალმხრივი ვალდებულება დიდი აღფრთოვანებით მიიღო მსოფლიომ. თუ სხვა ქვეყნების მეთაურნიც იკისრებენ ამგვარ ვალდებულებას, შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ხსნა ბირთვული ნგრევისაგან...

ყველას გვესმის, რომ მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში მიღწეულით არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ, აუცილებელია გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის მომხრეთა ძალები.

გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის

2