ბირთვული საფრთხე - ციტატები, გამონათქვამები
ბირთვული საფრთხე - ციტატები, გამონათქვამები ბირთვული საფრთხე, გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ბირთვული ომი მიგვაჩნია უმძიმეს დანაშაულად უმაღლესი ძალის, შემოქმედისა, და თვით კაცობრიობის წინაშე.
მსოფლიო მოწმე გახდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული მეტად მნიშვნელოვანი ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რომ იგი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს ცალმხრივი ვალდებულება დიდი აღფრთოვანებით მიიღო მსოფლიომ. თუ სხვა ქვეყნების მეთა... იხილეთ სრულად
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.
კაცობრიობას ემუქრება ატომური ომის საფრთხე, შექმნილი ბირთვული ენერგიის მარაგი უდიდეს საშიშროებას წარმოშობს და ზღუდეს ქმნის კაცსა და ბუნებას შორის.
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღე... იხილეთ სრულად
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერე... იხილეთ სრულად
დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულის... იხილეთ სრულად
დღეს გაჩუმება არ შეიძლება: საჭიროა დაუცხრომელი ლოცვა და მოქმედება, სანამ ჯერ კიდევ არ ალაპარაკებულა ატომური იარაღი თავისი საშინელი ენით, ყოვლისმომსპობი სიკვდილით რომ ემუქრება კაცთა მოდგმას.