ავტორი:
ილია II
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრობლემასთან. დადგა ისეთი დრო, როცა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ძალის პოლიტიკაზე, სამხედრო მანქანის სრულყოფასა და გაძლიერებაზე, უნდა ეძებონ გზები ურთიერთთანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა.