ილია II
ავტორი: ილია II

მიწა-წყალი, სჯული ქრისტესი და მშობლიური ენა ქართული

მიწა-წყალი, სჯული ქრისტესი და მშობლიური ენა ქართული

მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქართველი ხალხისა აღსავსეა უამრავი ტრაგიკული მოვლენით, მშვიდობიანი გზით ერის განვითარებას ყოველთვის ეღობებოდნენ წინ ბოროტნი ძალნი. ჩვენი პატარა ქვეყანა თავიდანვე აღმოჩნდა მტრულ გარემოცვაში. ან კი როგორ გაუმკლავდა უამრავ მტერს ერთი მუჭა, მაგრამ სულით ძლიერი ხალხი? ათ მომხდურს უხვდებოდა ერთი ქართველი. უთანასწორო ბრძოლებში სისხლისგან იცლებოდა ქვეყანა და მაინც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ შემოენახათ ჩვენთვის ღვთისგან ბოძებული მიწა-წყალი, სჯული ქრისტესი და მშობლიური ენა ქართული. ვერ ასწრებდა ჩვენი ხალხი მტრის მოგერიებას ერთი მხრიდან, რომ ქვეყნის მეორე მხარეს უკვე ახალი დამპყრობელი იყო მომდგარი. საქართველოს ეკლესიის სამრეკლოზე მშობლიური მიწის დასაცავად ისევ და ისევ ირეკებოდა საგანგაშო ზარები. მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერი თუ ბერი ისხამდა იარაღს და ერთიანი ძალით გამოდიოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თემატური კითხვები

მიწა-წყალი, სჯული ქრისტესი და მშობლიური ენა

2